შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინა ივანიშვილს ვერ დავუკარგავ იმ სიკეთეს, რასაც ფსევდონაციონალური მოძრაობის მოშორება ქვია"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36596 
 27 თებერვალი 2019

"ბიძინა ივანიშვილი უფრო მეტად უნდა დაეყრდნოს ხალხის ხმას, ვიდრე იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მის მხარდამჭერად ითვლება. ნამდვილად არ ვუკარგავ მას სიკეთეს, რომ არა მისი ავტორიტეტი, იმ საშინელებას, რომელსაც ფსევდონაციონალური მოძრაობა ერქვა, ვერ მოვიშორებდით, მაგრამ ახლა ახალი ნაბიჯია საჭირო. 
ერთი რამეცაა: იმ მემკვიდრეობის მერე, რაც ამ ხელისუფლებამ მიიღო, ნანატრი სამოთხის მოლოდინი ნამდვილად არ გვქონია. ხელისუფლების უმთავრესი მიზანი სამოთხის შექმნა კი არ არის, არამედ ხალხს ჯოჯოხეთი ააშოროს, თორემ სამოთხეს ასე მალე ვერავინ აგვიშენებს.

დღეს პროფესიონალიზმმა ფასი დაკარგა ჩვენს ქვეყანაში. ვინც ეფექტიანად იმოქმედებს, ხალხის სურვილს გაითვალისწინებს და პროფესიონალებს შემოიკრებს, ის იქნება მოაზრებული მესამე ძალად. 

ვფიქრობ, 2020 წლის არჩევნები მრავალპარტიული იქნება და ამით დასრულდება ერთპარტიული დიქტატი. ეს კარგია. რაც შეეხება სააკაშვილის გააქტიურებას, აქტიურობა მას არასოდეს აკლდა. მოჭარბებული ძალაც აქვს და ენერგიაც იმისთვის, რომ ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში, მაგრამ ერთი რამ უნდა გავიგოთ ყველამ: ძალაუფლება, ხელისუფლება არ არის პრივატიზ­ებული, მამაპაპურად არ არის გადაცემული ვინმეზე და როცა ხელისუფლ­ებაში მოდის ადამიანი, ის არ უნდა მოდიო­დეს იმ მრწამსით, რომ მისთვის ხელისუფლება მარადიული იქნება. სხვა რამე კი არ ხდება რუსეთში. იმედია, არ დაუშვებს დღევანდელი პროგრესული მსოფლიო საქართველოში პუტინიზაციას. ასე რომ, არა მგონია, მობრუნდეს, თუმცა კიდევ ბევრ უსიამოვნებაში გაგვხვევს.

მართალია, წინ ნელ-ნელა, კუს ნაბიჯებით მივიწევთ, მაგრამ არაფერი კეთდებაო, ნამდვილად ვერ ვიტყვით. უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ განათლებასა და კულტურაზე. როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ნანგრევებად იყო ქცეული იტალიის ინდუსტრიული ქალაქი მილანი. იტალიელებმა ქალაქის აღდგენა ლეგენდარული ლა სკალათი დაიწყეს. ჯერ კულტურის კერა აღადგინეს, მერე კი სამრეწველო ობიექტებს­ მიხედეს. მთელი უბედურება ის არის, რომ დღეს ხელისუფლების სათავეში მეტწილად გაუნათლებელი ადამიანები მოდიან."-აცხადებს პოეტი ერეკლე საღლიანი, "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია