შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მართლა არ ვიცოდი ლექსების წერა ამ ქვეყანაში აკრძალული და სამარცხვინო თუ იყო"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36620 
 28 თებერვალი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში "რეაქციაში" მისი ლექსების მიმართ საზოგადოების რეაქციაზე შეფასება გააკეთა: 

მოკლედ გიპასუხებთ, არ მგონია, საზოგადოება ჩემგან პოეზიას ელოდებოდეს, რაც ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, ეს არის საოცარი ჟრიამული ჩემი 15 წლის წინ გამოცემულ წიგნზე, 8 წელზე მეტია ეს არის განთავსებული ინტერნეტში, ლიტერატურულ პორტალზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც ეს წიგნი არის დაცული. ამიტომ ვინც ეძებდა, იმ ხალხს უნდა ვუთხრა, რომ წიგნები იშოვება პირველ რიგში ბიბლიოთეკაში, სხვაგან ეძებდნენ, როგორც ვნახე და გამიკვირდა.

რაც შეეხება პოეზიას, არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი თუ ლექსებისა და მოთხრობების წერა, ან წერა-კითხვა ამ ქვეყანაში აკრძალული და სამარცხვინო იყო და ეს ორი დღე, სამწუხაროდ, ეს საოცარი აჟიოტაჟი ვნახეთ"-

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია