შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახა უჩავას შეგირდებმა ფოთს "გადაუარეს" "ოზურგეთი" - "ფოთი" 47-5

სპორტი
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36578 
 27 თებერვალი 2019

პირველი ლიგის მორიგი ტური ოზურგეთში, ‘არწივებისა’ და ფოთის ‘კოლხი რაინდების’ შეხვედრით დაიწყო. გურულებს მოუმზადებელ და პრობლემებით დახუნძლული მეზობლების ძლევა არ გაჭირვებიათ - 47:5. კახა უჩავას შეგირდები პირველივე წუთებიდან დაეფლნენ ინიციატივას, მეტოქე სტატიკაშიც და დინამიკაშიც გვარიანად დაჩაგრეს, მთლიანობაში 7 ლელო გაიტანეს და 28 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიცია გაიმყარეს.

განვლილ შეხვედრაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მასპინძელთა ფულბეკ გიორგი კალანდაძისა და 17 წლის მგეზავ საბა გოლიაძის ჩინებული თამაში. კალანდაძემ, შესრულებულ ‘დუბლთან’ ერთად მიჯრით 3 გარდასახვა ზუსტად შეასრულა. უმრწმესმა გოლიაძემ კი ქომაგი გააზრებული და ეფექტური თამაშით მოხიბლა. საბამ ინიდივიდუალური გარღვევით ლელოს გატანაც მოახერხა და თან პირად აქტივს 3 გარდასახვაც წაუმატა.

ამ გამარჯვებით "არწივებმა" პირველ ოთხეულში პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცეს.

მომდევნო მეთორმეტე ტურის მატჩში გურულები უსუალო მდევარს, "ტაოს" სტუმრად, ახალციხეში ესტუმრებიან და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხე ადგილს დიდი ალბათობით ბოლომდე შეინარჩუნებენ.

24/02

კლუბი   ქალაქი

+პ

+ნ

-

გატ : გაშ

სხვ

1

ყოჩები  ბოლნისი

11

10

0

1

8

0

0

526

:

114

+412

48

2

არესი  ქუთაისი ^

11

9

0

2

8

1

0

421

:

103

+318

45

3

იუნკერები  კიკეთი

11

9

0

2

8

1

0

412

:

117

+295

45

4

არწივები  ოზურგეთი

11

6

0

5

4

0

0

165

:

254

-89

28

5

ტაო  სამცხე-ჯავახეთი

11

5

0

6

2

1

0

180

:

276

-96

23

6

დინამო  თბილისი

11

3

0

8

3

3

0

202

:

284

-82

18

7

ივერია კოლხი რაინდები  ფოთი

11

2

0

9

1

2

1

120

:

495

-375

10

8

ბაგრატი  ქუთაისი

11

0

0

11

0

1

1

58

:

441

-383

0

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

""ოცნება“ კლავს"