შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარემოვაჭრეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30334 
 01 მარტი 2019
დღეს გურჯაანში გარემოვაჭრეებს საქონლის გაშლის უფლება აღარ მისცეს. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მათ ადგილის დატოვება მოსთხოვეს.
როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მათთვის ალტერნატიული ფართი არ არსებობს. ისინი ვაჭრობის გაგრძელების მიზნით მუნიციპალიტეტის მერს კიდევ შეხვდნენ თუმცა უშედეგოდ. როგორც ერთ-ერთი მოვაჭრე ნინო მექერიშვილი ამბობს, დაშლას არ აპირებენ და ვაჭრობას ისევ იმ ადგილას გააგრძელებენ.
„გურჯაანს არ აქვს ტერიტორია, სადაც შეიძლება ვივაჭროთ. გამოგვიყონ ფართი, თუ ქვევით გაგვიშვებენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მაშინ მთელი ბაზარი წამოვიდეს იქ. ეხლა რომ გველაპარაკებიან ტკბილი სიტყვით, საღამოს ოჯახში რა შევიტანოთ? ვის ეხალისება დღევანდელ სიტუაციაში ქუჩაში დგომა?! განათლებაც გვაქვს, ზრდილობაც, მაგრამ გაჭირვებამ ყველა გარეთ გამოგვიყვანა. საქონელს ისევ გავშლით.“

მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება საბოლოოა, რადგან მოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართში გადასასვლელად ერთი თვის ვადა ჰქონდათ.
„უნდა მოძებნონ არტელნატიული ტერიტორია, სადაც შეძლებენ მანქანებით შესვლას. არსებობს ასევე საკოლმეურნეო ბაზარი და შეუძლიათ იქ ივაჭრონ. ერთი თვის უკან გვქონდა შეხვედრა და მივეცით ვადა. ამ ხნის მანძილზე არ შევხებივართ. ეხლა უკვე გამორიცხულია ვადის გაგრძელება.“

მისივე თქმით, თუ კვლავ გააგრძელებენ ვაჭრობას, პროცესში პოლიცია ჩაერთვება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება