შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ააიპ ,,წითელი ჯვრის საზოგადოებას" გორში მერია შენობას კიდევ 2 წლით დაუთმობს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10780 
 01 მარტი 2019
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება კიდევ ორი წლის განმავლობაში გამოიყენებს ფართს, სადაც ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს. ამის შესახებ მერიამ თანხმობა უკვე განაცხადა. საზოგადოება, რომელიც არასამთავრობო ორგანზაციას წარმოადგენს, გორში პროექტს ახალგაზრდებისთვის 2016 წლიდან ახორციელებს. ,,ორგანიზაცია აქტიურად ახორციელებს ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებში ბენეფიციარები ჩართულები არიან სხვადასხვა აქტივობებში. ასევე ტარდბა სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები ბენეფიციარებისა და მოსახლეობისათვის." - აღნიშნავენ მერიაში. 2016 წლის 1 მაისიდან დაიწყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და დანიის წითელი ჯვრის ერთობლივი პროექტი „ახალგაზრდობის მდგრადობის ხელშეწყობა“, რომელიც 2017 წლის 1 ოქტომბრიდან განახლდა სახელწოდებით “ახალგაზრდობის ძალა“, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ბერბუკი, სკრა, ვერხვები, ხურვალეთი, შავშვები, საქაშეთი, კარალეთი) ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდობისთვის, პროექტი გულისხმობს 18-30 წლამდე პირთა გააქტიურებასა და ჩართვას საკუთერი დასახლების პრობლემების მოგვარებაში, რომელიც მათი მხრიდან ახალი უნარებისა და მათივე გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. ,,გორის მუნიციპალიტეტის მერს და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია ა(ა)იპ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას უსასყიდლოდ სარგებლობაში უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ქ" - აღნიშნულია განკარგულებაში.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები