შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პერსონალურ მონაცემთა ხელყოფა - აპარატში მოქალაქეთა მიმართვიანობის ტენდენცია იზრდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მარტი 2019

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ანგარიშისთანახმად მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიმართვის და ინსპექტირების ტენდენცია იზრდება. 2018 წელს ინსპექტორის აპარატს 382-მა მოქალაქემ მიმართა და ჩატარებული 148 ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი. 72 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 61 ფაქტზე – გაფრთხილება, 67 სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხერხდა, კანონმდებლობით გათვალისწინებული 2-თვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო. დამატებით გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 316 დავალება და რეკომენდაცია.

დოკუმენტში საუბარია იმ გამოწვევები, რომელიც დაფიქსირდა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მათ შორის, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადამოწმება, მონაცემების კანონდარღვევით გამჟღავნება, არასრულწლოვათა მონაცემების მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენის საჭიროება და სხვა. განსაკუთრებით აქტუალური იყო ამომრჩევლის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რასაც ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა. აპარატმა 2018 წელს საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების სულ 470 პროცესი შეისწავლა.

ამასთან, მოქალაქეთა მიმართვის და ჩატარებული შემოწმებების რაოდენობის ზრდის ფონზე, გასული 6 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა სამართალდარღვევებისა და ჯარიმების რაოდენობის კლება. დარღევვების მხრივ, ერთგვარი პიკი იყო 2017 წელს, როცა 274 შემთხვევა დადასტურდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 266-ია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია