გურიის მოამბე

ყოველკვირეული გაზეთი „გურიის მოამბე“ 2003 წლის იანვარში დაარსდა. მისი გამომცემელი შპს „გურიის პრესკლუბია“, რომლის 70 პროცენტიან წილსაც ვლადიმერ მენაბდე, 30 პროცენტიან წილს კი ნინო ვაშალომიძე ფლობს. გაზეთის მთავარი რედაქტორი თემურ მარშანიშვილია.

2005 წლამდე გაზეთი სახელწოდებით "ოზურგეთის მოამბე" გამოდიოდა. 2005 წლიდან აუდიტორიის მოთხოვნით გაზეთი რეგიონალური გახდა და სახელიც შეეცვალა - „გურიის მოამბე“. გაზეთს ბიუროები ჩოხატაურსა და ლანჩხუთში აქვს, ხოლო გაზეთის ცენტრალური ოფისი ქალაქ ოზურგეთშია განთავსებული. „გურიის მოამბე“ გურიის რეგიონსა და ბათუმში ვრცელდება.

გაზეთის ტირაჟია 3400 ეგზემპლარი, გვერდების რაოდენობა - 8, ღირებულება კი - 50 თეთრი. გაზეთი ქართულენოვანია და ორშაბათობით გამოდის. გამოცემის რუბრიკებია: ახალი ამბები, სამართალი, ეკონომიკა, ანალიზი, პოზიცია, სპორტი, ნომრის სტუმარი.