სპექტრი

 

გაზეთი “სპექტრი” 2003 წლიდან გამოიცემა.  გაზეთს გამოსცემს შპს „ორიონი-ყალაბეგაშვილი“, რომლის 100 პროცენტიანი წილი მაია ყალაბეგაშვილს ეკუთვნის. გაზეთის მთავარი რედაქტორი მაია ყალაბეგაშვილია, რედაქტორი კი ნატალია ბარბაქაძე.

გამოცემის ტირაჟი 1200 ეგზემპლარია, გვერდების რაოდენობა კი - 8. გაზეთი ყოველი კვირის ოთხშაბათს გამოიცემა და კახეთის რეგიონსა და თბილისში ვრცელდება. „სპექტრის“ ფასი 50 თეთრია.

გაზეთის რუბრიკებია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, განათლება, სამართალი, ჯანდაცვა, შოუ-ბიზნესი, კულტურა, სპორტი, მსოფლიოს ამბები.

მფლობელები:
მაია ყალაბეგაშვილი (100 პროცენტიანი წილი) 

მენეჯმენტი:
მთავარი რედაქტორი - მაია ყალაბეგაშვილია, რედაქტორი - ნატალია ბარბაქაძე

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მისამართი: იოსებ ნონეშვილის გამზირი 4, გურჯაანი 1500
ტელეფონი:  (0353) 2 3938,  (0353) 26465

ვებ-გვერდი: www.speqtri.wordpress.com 
ელ. ფოსტა: speqtri2003@yahoo.com