შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყვარლის ბაღებში აღსაზრდელებს ხორცი არ მიეწოდებათ

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2020
ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს საქონლისა და ქათმის ხორცი არ მიეწოდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ დრომდე ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.


როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოცხადებული ტენდერის შედეგებიდან ჩანს, სულ ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ბექა ონიაშვილმა ტენდერი 81 300 ლარად მოიგო, თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მარიამ შეყელაძის განმარტებით, მან საჭირო დოკუმენტაცია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განსაზღვრულ ვადებში არ ატვირთა.
„ამის გამო მეორე პრეტენდენტთან დაკავშირება გახდა საჭირო. ეს დღეები მასთან მიმდინარეობდა ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. ხვალიდან, ან ყველაზე ცუდ ვარიანტში, ორშაბათიდან, ბაღებში ხორცით მომარაგება ჩვეულებრივ აღდგება. “

აქვე განვმარტავთ, რომ ტენდერი 83 600 ლარზე იყო გამოცხადებული, მეორე მონაწილემ ვასილ სადავენკომ შემსყიდველ ორგანიზაციას ზუსტად ეს თანხა შესთავაზა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია