შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო თენგიზ სიმაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო პროფესორ თენგიზ სიმაშვილისა და მოქალაქეთა ერთობლივი ინიციატივის შესახებ განმარტებას აკეთებს.

წარმომადგენლობით ორგანოში აცხადებენ, რომ სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიამ პროფესორ თენაგიზ სიმაშვილისა და მოქალაქეთა ერთობლივი განცხადება განიხილა, რომელიც გულისხმობს ე.წ. „გიგოს გორაზე“ რეპრესირებულთა მომრიალური პარკის მოწყობას.

უწყების ინფორმაციით, კომისიამ მოქალაქეთა ინიციატივა მოიწონა და მიზანშეწონილად მიიჩნია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა განახორციელოს შესაბამისი პროცედურები, რათა „გიგოს გორა“, როგორც რეკრეაციული ზონის მქონე ტერიტორია, იქცეს მემორიალურ პარკად.

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოქალაქეთა ინიციატივის განხილვას გააგრძელებს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ წარმომადგენლობითი ორგანო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა საკრებულოს სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დავით ღაღანიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია