შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს მონაკოელი სომელიეები სტუმრობენ

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2020
საქართველოს მონაკოს სომელიეთა ასოციაციის წევრები ეწვივნენ. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში მონაკოს საუკეთესო რესტორნების შეფ- სომელიეები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მონაკოს ღვინის ბაზარზე. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში 10-მდე ღვინის მარანში გაეცნენ. მონაკოელ სტუმრებს თან ახლდა ჟურნალისტების 7-კაციანი ჯგუფი, რომლებიც აღნიშნულ ღვინის ტურზე სპეციალურ მასალას ამზადებენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ფარგლებში, 2020 წელს ღვინის პროფესიონალების ვიზიტების მხარდაჭერა გაგრძელდება.
ღვინის პროფესიონალების ჯგუფს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ენოლოგი, ქართული ღვინის პრომოუტერი ილია კახოიძე ხელმძღვანელობს, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია