შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია ლაგოდეხში თხილის პლანტაციებს გააშენებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2020

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია “Camille Bloch​” ლაგოდეხში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს.

პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

კომპანიის ინფორმაციით, “Camille Bloch”​-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ “Camille Bloch”​-ის მიზანია თხილის კულტივაცია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელოს, რომელიც პროდუქტიულობას, მცენარის გამძლეობასა და მოსავლიანობას გაზრდის.

ინვესტიციის ფარგლებში კომპანია გეგმავს 40-მდე ადამიანის დასაქმებას, დასაქმებულთა გადამზადებას და თხილის სხვა მწარმოებლებისთვის ნოუ ჰაუს გავრცელებას.

ცნობილი შვეიცარიული კომპანია “Camille Bloch​”, რომელსაც არსებობის 90-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს. პროდუქციის მეოთხედი ექსპორტზე გადის. კომპანიის წლიური შემოსავალი კი 45 მილიონ დოლარს აღემატება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია