შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2020

თელავის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ნაწილის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ზაზა სიხარულიძის ინფორმაციით, გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც მალე დაიწყებს სამუშაოებს და ზაფხულში დაასრულებს.

“პროექტით გათვალისწინებულია სამი ახალი ჭაბურღილის მოწყობა, კორპუსების შიდა სისტემების სრული მოწესრიგება და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება’’, – განაცხადა ზაზა სიხარულიძემ.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება პროექტის მეორე ნაწილზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავში არსებულ წყალმომარაგების ძველ სისტემებს, აშენდება სამარაგო რეზერვუარები და 3 ახალი ჭაბურღილი, ასევე რეაბილიტირდება არსებული ჭაბურღილები.

მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შედეგად, თელავის მოსახლეობა სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია