შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში ღვინის მარნებს მონაკოელი სომელიეები ეწვივნენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2020

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მონაკოს სომელიეთა ასოციაციის წევრები ეწვივნენ.

უწყების ინფორმაციით, სომელიეების ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის კულტურის გაცნობაა.

“ვიზიტის ფარგლებში სომელიეები ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში 10-მდე ღვინის მარანში გაეცნენ. მონაკოელ სტუმრებს თან ახლდა ჟურნალისტების 7-კაციანი ჯგუფი, რომლებიც ღვინის ტურზე სპეციალურ მასალას ამზადებენ.

მსგავსი ტურები საუკეთესო შესაძლებლობაა ქართული ღვინის უნიკალურ კულტურას სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალები გაეცნონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ პრესტიჟულ ბაზარზე დასამკვიდრებლად, როგორიცაა მონაკო, სადაც ძალიან ბევრი ტურისტული აქტივობაა“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია