შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იყალთოში ქარმა ხე მოგლიჯა, ელექტროსადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2020

სოფელ იყალთოში ძლიერმა ქარმა კაკლის ხე მოგლიჯა, ელექტროენერგიის გადამცემი სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.

როგორც knews.ge-ს  ადგილობრივებმა განუცხადეს, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან თელავგაზისა და კომპანია “ენერგო პროს” წარმომადგენლები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია