შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამ ხელისუფლებას სჭირს პარანოია - გრიგოლ ვაშაძე

 12 მარტი 2019

ამ ხელისუფლებას რომ შეეძლოს, მთელ ოპოზიციას ციხეში ჩასვამდა, ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გურჯაანში, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. 

ვაშაძის თქმით ხელისუფლება პარანოიითაა შეპრობილი, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მოსამართლემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 15 000 მოქალაქის და 27 დეპუტატის ჩასვლა მოითხოვა. 

„დიდი იმედი მაქვს და ძალიან მინდა, რომ დათო გამოვიდეს, მაგრამ ამას რომ დაინახავ, რაც ჩვენს უკან ხდება, სამედიცინო დიაგნოზი არის, რომ ამ ე.წ. ხელისუფლებას სჭირს პარანოია. წინა სხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა, რომ პარლამენტის ყველა ის წევრი და მოქალაქეები, რომლებიც თავდებში ჩაუდგნენ დავით კირკიტაძეს, მინდა ვნახო, რათა დავრწმუნდე, რომ ესმით სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავდებობისო. აი, მოვიყვანეთ ეს ხალხი, ახლა უკვე არ ვიცი რას მოიგონებენ. ერთი რაღაც ნამდვილად შემიძლიათ გითხრათ, ამ ხელისუფლებას რომ შეეძლოს, მთელ ოპოზიციას ჩასვამდა ციხეში, რადგან ეს არის რუსეთის ფედერაციის თარგზე მოჭრილი საოკუპაციო რეჟიმი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, დაახლოებით 200-მდე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო მობილიზებული.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია