შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კონდოლის ტყეში ენდემური ჯიშის მუხის ხეები მასიურად იჩეხება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30425 
 15 მარტი 2019
თელავის მუნიციპლიტეტის სოფელ კონდოლში, ჭალის ტყეში ენდემური ჯიშის მუხის ხეებს მასიურად ჩეხავენ.  ხეების ნაწილი ტყიდან უკვე  გატანილია, ნაწილი კი ამ დრომდე ადგილზეა.
CENN-ის (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთაბრობო ორგანიზაციების ქსელი) კახეთის კოორდინატორი კახა სუხიტაშვილის თქმით, აღნიშნულ ტყეში 60-დან 300 წლამდე ასაკის ხეებია გაჩეხილია.

,, მე ვნახე კონდოლოს ჭალაში მოჭრილი 1,5 დიამეტრის მუხა, ხე ამხელა რომ გაიზარდოს სავარაუდოდ 300 წელი მაინც სჭირდება. სანამ საზოგადოებაში პრიორიტეტული არ გახდება ტყეების გადარჩენის საკითხი და მომავალ თაობებს არ აღვზრდით იმ შეგნებით,რომ ტყის გაჩეხვა დაუშვებელია, ასეთი ფაქტები საბოლოოდ ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანს".

კახეთის სატყეო სამსახურის მთავარი მეტყევის იოსებ ტურაშვილის ინფორმაციით, ჭალების ტყე სათანადოდ იმის გამო ვერ კონტროლდება, რომ გაჩეხვა უმეტესად ღამის საათებში ხდება. არნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უწყებამ მოკვლევა უკვე დაიწყო.

,,საკითხის მოკვლევა უკვე დაწყებულია, მასალები შემდეგი რეაგირებისთვის გადაგზავნილია გამოსაკვლევად. მოგეხსენებათ, ჭალის ტყე სპეციფიურად საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ყველა მხრიდან არის გასასვლელი და შესასვლელი ტყეში,ძირითადად უკანონო ჭრები ღამის საათებში ხდება ხოლმე," განუცხადა speqtri.ge-ს ტურაშვილმა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია