შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის ინვენტარიზაცია დაიწყება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39408 
 12 ივნისი 2019

ლაგოდეხში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის ინვენტარიზაცია დაიწყება. საველე სამუშაოები 21 116 ჰა ფართობზე განხორციელდება, რომლის საფუძველზე 10 წლიანი მართვის გეგმა მომზადდება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადდა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სპეციალური, სამ თვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი.

სააგენტოს ინფორმაციითვე, მეტყევე სპეციალისტების მიერ გადამზადდა 15 ახალგაზრდა, რომლებიც ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდებიან. პროცესს მხარდაჭერას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უწევს.

,,ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება. მას 10 წლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო.

დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისათვის და მომზადებულია ტყის მართვის 10 წლიანი გეგმები“, – აცხადებენ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

ლაგოდეხში ტყის ბოლო ინვენტარიზაცია 1993 წელს ჩატარდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები