შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ბაკურციხეში ვენახები დაიწვა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39997 
 10 ივლისი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ვენახები დაიწვა. როგორც knews.ge-ს  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, ხანძარი 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. 

არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ადგილზე მობილიზებულია თელავის, სიღნაღის, ყვარლის და წნორის სახანძრო-სამაშველო სამსახურების ტექნიკა.

მისივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

,,შემთხვევის ადგილზე ვარ და სიტუაციას ადგილზე ვეცნობით. ხანძარი იყო ბაკურციხე-კარდენახის სავარგულებზე, დაახლოებით10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული, საიდანაც დიდ ფართობზე გაშენებულია კერძო პირების ვენახები, რომლებიც დაიწვა ხანძრის შედეგად.

კარგად იმუშავეს სახანძრო-სამაშველო სამსახურებმა, რომელთა დახმარებითაც მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება”,- განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ცეცხლი ვენახში გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ვაზი.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სმეხანძრე-მაშველებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა’.”

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები