შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუშეთში ფესტივალი „აქთუშეთიი: სავსე მთვარე“ გაიმართება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40005 
 10 ივლისი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის სოფელ ომალოში 12 აგვისტოს ფესტივალი “აქთუშეთიი: სავსე მთვარე“ გაიხსნება. ღონისძიება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც „კახეთის ხმას“ ღონისძიების ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ლექციები, სემინარები, გამოფენები, დოკუმენტური, მხატვრული და ანიმაციური ფილმის ჩვენებები, ლაშქრობები ბავშვებისთვის და სხვა აქტივობები.

“ფესტივალი ერთ მოედანზე თავს მოუყრის მუსიკას, ფერწერას, ხალხურ შემოქმედებას და სპორტულ ღონისძიებებს, ასევე სხვადასხვა თემატურ ლექციებს, პრეზენტაციებს და მასტერ-კლასებს.

თუ გასულ წელს სტუმრები აკვირდებოდნენ ნამდვილ მეტეორიტულ წვიმას, წელს ისინი სავსემთვარეობის მოწმენი გახდებიან. მთელი კვირის განმავლობაში ფესტივალის სტუმრები დაათვალიერებენ კერამიკის, ფირის ფოტოგრაფიის და თუშური ფარდაგების გამოფენებს.

“აქთუშეთიი: სავსე მთვარე” ასევე წარმოადგენს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტების ნამუშევრებს, რომლებიც შეიქმნება 1 კვირიანი ექპსედიციის ფარგლებში თუშური მითოლოგიის თემაზე. ყოველ საღამოს ფილმების ჩვენება მოეწყობა”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები. 

ფესტივალი “აქთუშეთიი: სავსე მთვარე” 18 აგვისტოს დასრულდება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია