შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პირველად საქართველოში დუალურ პროფესიულ განათლებაში საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31051 
 11 ივლისი 2019
10-11 ივლისს, საქართველოში პირველად გაიმართა დუალური პროფესიული განათლების პროგრამის ,,მევენახე-მეღვინე’’ სტუდენტების საკვალიფიკაციო გამოცდა.


პრაქტიკული გამოცდა ჩატარდა ერთ-ერთ სასწავლო საწარმოში "ქინძმარაულის კორპორაცია", რა დროსაც სტუდენტებმა სამწლიანი პროგრამის ფარგლებში მიღწეული უნარ-ჩვევების შესაბამისად შეასრულეს სამუშაოები/ოპერაციები.


ღვინის ასოციაციის წარმომადგენლის ტატა ჯაიანის განმარტებით, სწავლების დუალური მოდელის დანერგვის შედეგად, ღვინის სექტორში პროფესიონალი კადრები გაჩნდა.
„კადრები სრულად პასუხობენ კერძო კომპანიების მოთხოვნებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კერძო სექტორის წარმომადგენლები არა თუ ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებში, არამედ უშუალოდ უწევდნენ კოორდინირებას სასწავლო და საგამოცდო პროცესებს.“


აღნიშნული დუალური პროფესიული პროგრამა 2016 წლის შემოდგომიდან ხორციელდება ორ სახელმწიფო კოლეჯში. ესენია: ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი და ასევე საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია