შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არა ომს," "არა ნაცებს" - "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თელავში

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31056 
 11 ივლისი 2019
"არა ომს," "არა ნაცებს" - ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია ,,პატრიოტთა ალიანსის " წევრებმა დღეს თელავის ცენტრალურ მოედანზე გამართეს.
ავტომობილებით მსვლელობა ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი პროტესტი მიზნად ისახავს, რომ ხელისუფლებას მიაწვდინონ ხმა, რომ დაპირისპირებულ ქვეყნებთან ურთიერთობა დიპლომატიური ხერხებით უნდა მოგვარდეს.

,,აქციის მიზანია პროვაკატორების განცხადებების დაგმობა. მტრულად განწყობილ ქვეყანასათანაც კი დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს ურთიერთობა და არა პროვოკაციით და შეურაცხმყოფელი განცხადებებით,, - განაცხადა აქციის  ორგანიზატორმა არჩილ თვალიაშვილმა.

მსგავსი აქცია საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია