შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

DMO თელავში მცირე და საშუალო სასტუმროების პოპულარიზაციისთვის ახალ პროექტს იწყებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40392 
 06 აგვისტო 2019

ტურისტული ბიზნესის მხარდასაჭერად DMO „ვიზით კახეთი“ საპილოტე პროექტს, „სურათები ჩვენი სასტუმროდან“ იწყებს.

როგორც DMO „ვიზით კახეთი“-ს წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტი შეეხება თელავის მუნიციპალიტეტში მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მომზადდება სასტუმროს მაღალი რეზოლუციის ფოტო პორტფელი პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ.

პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს DMO „ვიზით კახეთი“.

,,პროექტის მიზანია კახეთში ღამის გასათევი ადგილების მიმზიდველობის გაზრდა მათი სწორად ვიზუალიზაციის გზით. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს, რომლთაც აქვთ ოთხი ან ოთხ ნომერზე მეტი. მსურველებმა უნდა შეავსონ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე განთავსებული სპეციალური კითხვარი 15 აგვისტომდე”,- აცხადებენ DMO „ვიზით კახეთი“-ს წარმომადგენლები.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია