შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მევენახემ ყურძნის ჩასაბარებლად კადასტრის გარდა, ცნობა თვითმმართველობიდანაც უნდა აიღოს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31394 
 11 სექტემბერი 2019
გურჯაანში რთველი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. მევენახეებს გარდა კადასტრის საბუთისა, ყურძნის ჩასაბარებლად მერის ადმინისტრაციულ ერთეულში ცნობის აღებაც მოუწევთ.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციულ ერთეულში გიგი იმერლიშვილის განმარტებით, ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამამ არ დაფარა ის ზონები, რომელიც გათვალისწინებული იყო.
„ამის მიზეზი გახდა მევენახეების ნაკლები აქტიურობა. აქედან გამომდინარე, ყურძნის ჩასაბარებლად ცნობები, რომლებიც აღარ უნდა გაცემულიყო, მაინც საჭირო გახდა. ე.ი პიროვნებას, რომელსაც კადასტრი გავლილი აქვს, ცნობა მაინც დასჭირდება. მიუხედავად ამისა, ვენახის კადასტრი გრძელდება, ამიტომ ყველა ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია. რთველთან დაკავშირებით, ჩვენ გადასული ვართ 24-საათიან მომსახურებაზე . შაბათ-კვირასაც ვმუშაობთ. მევენახეები ცნობის ასაღებად წინა დღეს უნდა შეგვითანხმდნენ, რომ რა ლიმიტებიც გვაქვს ქარხნებზე, იმის ფარგლებში გადავანაწილოთ ყურძენი.“


მისივე თქმით, ცნობის აღება მხოლოდ მიკროზონის საფერავზე არ იქნება საჭირო, დანარჩენ შემთხვევაში, ყველა ჯიშის ყურძენს ეხება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია