შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ცირეკიძე გარდაიცვალა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40826 
 11 სექტემბერი 2019

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დეკანი მალხაზ ცირეკიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ის 1978 წლიდან 2001 წლამდე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. ის 2001-დან დღემდე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

2005-დან დღემდე იყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ასოცირებული პროფესორი. 2006-დან იკავებდა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობას. 2014-16 წლებში იყო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, 2016 წლიდან კი ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

,,კაცი, რომელიც დააკლდა თელავს. იგი იყო გამორჩეული პროფესორი, საუკეთესო პიროვნება და ერთგული კოლეგა. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთელ შემადგენლობას.
ის უწესიერესი ადამიანი იყო. 70-იან წლებში სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა ქუთაისიდან თელავში, როგორც სტუდენტი და მას მერე მოღვაწეობდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში”,- აცხადებენ მალხაზ ცირეკიძეს მეგობრები.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია