შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წარჩინებული პირველკურსელებისთვის კონკურსი გამოცხადდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31790 
 07 ნოემბერი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ წარჩინებულ პირველკურსელთა გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი ;საჯარო სკოლის ატესტატის ასლი; დოკუმენტი ქულების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან;

დოკუმენტაცის მიღება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალაქეთა მომსახურების და საქმისწარმოების განყოფილებაში 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. საკრებულოში შექმნილი სპეციალური კომისია შეისწავლის შესულ განაცხადებებს და სტუდენტებს წინასწარ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლენს.

შეგახსენებთ, რომ 20 პირველკურსელს, რომელთაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები დაამთავრეს და 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ ძირითად საგანში:ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენასა და უნარებში ჯამში ყველაზე მაღალი ქულა დააგროვეს, ადგილობრივი ხელისუფლება 500 ლარით დააჯილდოებს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია