შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგარეჯოში შესაძლოა ერთ-ერთ ქუჩას მედეა მეზვრიშვილის სახელი მიენიჭოს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020

საგარეჯოში შესაძლოა ერთ-ერთ ქუჩას მედეა მეზვრიშვილის სახელი მიანიჭონ. ინიციატივა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს ეკუთვნის.

გიორგი ერბოწონაშვილი აპირებს, რომ ამ ინიციატივით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომავალ წელს მიმართოს.

„წელს, ჯერჯერობით უფრო მნიშვნოვანი პრობლემები გვაქვს, თუმცა მომავალ, ანუ 2021 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ქუჩისათვის, მედეა მეზვრიშვილის სახელის მინიჭების ინიციატივით მივმართავ“, – განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა.

ცნობისთვის, 2014 წელს, საგარეჯოში, მედეა მეზვრიშვილის საიუბილეო ღონისძიებაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იმჟამინდელი გამგებელი, გიორგი ლოლაძე სკევრში მეზვრიშვილისათვის ბიუსტის დადგმისა და ქალაქის ერთ- ერთი ქუჩისათვის მისი სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა.

მედეა მეზვრიშვილი 2009 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა.

მეზვრიშვილი საბჭოთა მმართველობის დროს საგარეჯოს და თელავის რაიკომის მდივანი იყო. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში კი კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველის, შემდეგ კი თელავის რაიონის გამგებლის თანამდებობა ეკავა. მის სახელს უკავშირდება თელავის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა, თელავში ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა და ა.შ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია