კახეთის ხმა

 

გაზეთი „კახეთის ხმა“ 2002 წელს დაარსდა. გაზეთის გამომცემელი შპს „კახეთის ხმაა“. გამოცემის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი და გაზეთის მთავარი რედაქტორი მაია მამულაშვილია. გაზეთის დაგეგმარების რედაქტორი - ხათუნა გოგაშვილი, მარკეტინგის მენეჯერი კი - ეკა ტუხაშვილია.

გაზეთი ყოველკვირეულია და კახეთის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს აწვდის ინფორმაციას სოფლის მეურნეობის, სოციალური სფეროს, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების საკითხებზე. „კახეთის ხმის“ ტირაჟი 1500 ეგზემპლარია, გვერდების რაოდენობა 8-16 გვერდი, ფასი კი - 70 თეთრი.

„კახეთის ხმა“ ვრცელდება თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდეხში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, ახმეტასა და თბილისში.

მფლობელები:
მაია მამულაშვილი (100 პროცენტიანი წილი) 

მენეჯმენტი:
მთავარი რედაქტორი - მაია მამულაშვილია

საკონტაქტო ინფორმაცია: 

ვებ-გვერდი: www.kakhetinews.ge