ტელეკომპანია ”დია”

 

ტელეკომპანია ”დია” 1996 წლიდან მაუწყებლობს, თუმცა იურიდიული მფლობელი შპს ტელეკომპანია ”დია” 1990 წელს დაარსდა. “დია” მე-11 მეტრულ არხზე (VHF 11), კერძო/საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის (ნომერი B31) ფარგლებში მაუწყებლობს. მოიცავს ქალაქ ხაშურსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

შპს ტელეკომპანია ”დიას”  ერთპიროვნული  მფლობელია გურამ გოგოლაძე.

ქართულენოვანი ტელეკომპანიის საეთერო ბადე  მოიცავს საინფორმაციო გამოშვებას ”დრო”, ასევე შემეცნებით-გასართობ გადაცემებს.

მფლობელები:
გურამ გოგოლაძე (100 პროცენტი) 

მენეჯმენტი:
დირექტორი: მაია ტატულაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: 
მისამართი: თამარ მეფის ქ. 1, ხაშური 5700
ტელეფონი: 0(370) 22 60 68    0(370) 27 95 66 

ვებ-გვერდი: www.dia.ge 
ელ. ფოსტა: telecompanydia@gmail.com