შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეწარმე ქალებმა თვითმმართველობას მიმართეს, საგამოფენო ადგილის გამოსაყოფად

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 25 მარტი 2019
ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით, ზუგდიდში მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, რომელიც მე-19 საუკუნის სამეგრელოს მცხოვრების, წარმატებული მეწარმე ქალის - ნოტიო ლოლუას ხსოვნას მიეძღვნება.

ღონისძიების მიზანია მხარი დაუჭირონ მეწარმე ქალებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, მათი ცნობადობის ამაღლებას და პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანას.

ღონისძიების ინიციატორი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისია. მათი თქმით, ეკონომიკური გაძლიერებისთვის ადგილობრივი მეწარმე ქალები საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის მიზნით ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მუდმივი ადგილის გამოყოფას თვლიან.

სწორედ ამიტომ, მათ ცენტრის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელობით თხოვნით მიმართეს თვითმმართველობას, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის მიზნით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოყონ მუდმივი ადგილი ხის კოტეჯებთან ერთად, რომელიც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს შაბათ-კვირას მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია და გააცნონ საკუთარი საქმიანობა მოსახლეობას. მათივე ცნობით, ეს შესაძლებლობა ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ნოტიო ლოლუაზე „ლაივპრესმა“ მასალა 2016 წელს მოამზადა, რომელმაც ფოთში, საკუთარ სახლში დაარსა დასავლეთ საქართველოში პირველი პროფესიული სასაწავლებელი. ის ქარგავდა, ქსოვდა და ნივთების გაყიდვით არჩენდა სკოლას და ოჯახს.

გამოფენა 30 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია