შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოთში ერთდროულად სამი დღესასწაული აღინიშნა

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მაისი 2019
DSCN9536 - копия

ფოთში, კვირაცხოვლობასთან ერთად, ქალაქის და საკათედრი ტაძრის დღე აღინიშნა. უკვე მეორე წელია ქალაქის დღე აღინიშნება.

ნიკო ნიკოლაძის ძეგლის გვირგვინით შეამკობის შემდეგ საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ქალაქის დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობდა.
ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება გერმანელ პროფესორს ჰელმუნტ შნაიდერსა და ფოთთან დამეგობრებული, შვედეთის სამეფოს ოსტამარის მერს იაკობ სპანგენბერგს მიენიჭათ.

დღესვე ერთ-ერთ სკვერს ფოთთან დამეგობრებული ქალაქის-ოსტამარის სახელი მინიჭება.

საღამოს, ცნობილი მეგა-პროექტის ,,ჩვენ ვარსკვლავები ვართ’’ გამარჯვებულის, მანანიკო ცენტერაძის, ბენდი ,,Mix2ra-ის, ბათუმის საზღვაო აკადემიის ბენდისა და ,ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების კონცერტით დასრულდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია