შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოთის მაჟორიტარი : ” ანაკლიის პორტის განვითარება არ უნდა ნიშნავდეს ფოთის პორტის განვითარებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას”

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://msnews.ge/news/4008 
 30 მაისი 2019
28516103_1738364589559477_7804063216033445314_o

ამის შესახებ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია სოციალურ ქსელში წერს. ,,როგორც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, მინდა გამოვეხმაურო ფოთში, ვითომდა პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხს. როგორც ყველამ შევიტყვეთ, რაღაც ტიპის ტექნიკური ნებართვა გაცემულია ხარვეზებით. შესაბამისად, პასუხისმგებელი პირი გათავისუფლდა თანამდებობიდან და აღნიშნული დოკუმენტი გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ჩემთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი ფოთის პორტის განვითარებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მიმართებაში.

პირველ რიგში, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამ ფონზე, აბსოლუტურად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რაც ფოთის ნავსადგურთან მიმართებაში ხელოვნურად ატყდა. ანაკლიის პორტის განვითარება არ უნდა ნიშნავდეს ფოთის პორტის განვითარებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას.

ფოთში მცხოვრები ადამიანებისათვის, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნისათვის, ფოთის ნავსადგურის განვითარებაც უმნიშვნელოვანესია. არა მგონია ვინმეს შეეძლოს იმის ახსნა, თუ რა არის იმაში ცუდი, რომ ფოთში 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდეს. თუ მხოლოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს აქვს ინვესტიციების მოზიდვის და ოპერირების ექსკლუზივი?! რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი ამ ექსკლუზივს ითხოვდნენ, თუმცა სახელმწიფოსთან ამ ტიპის შეთანხმება არ აქვთ”,- წერს ფოთის დეპუტატი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები