შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თეთროსნის დასახლებაში ადგილობრივებმა აქცია გამართეს

ჩემი კარმიდამო
წყარო:  ქობულეთი / http://kobuletinews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 სექტემბერი 2017

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუცუბნის, თეთროსნის დასახლებაში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. სოფლის მკვიდრთა მოთხოვნაა მოხდეს 90-იან ცლებში გაჩერებული სკოლის მშენებლობის განახლება, რათა სასწავლო პროცესის დროს ბავშვებს ყოველდღიურად 4-5 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. რაც მათვის ძალიან დიდი პრობლემაა.

შოთა ბოლქვაძის თქმით მან მეზობლების თხოვნით ამ პრობლემის გადასაჭრელად 500 მდე ხელმოწერა შეაგროვა გამგებლის სახელზე და იმედოვნებს რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.აქციაზე იმყოფებოდა ასევე უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე და ყოფილი პოლიტპატიმარი ანზორ სოლომონიძე,მათი თქმით ეს არაა საპროტესტო აქცია, ეს არის თხოვნით მიმართვა მუნიციპალიტეტრის გამგებელთან, რათან მან უშუამდგომლოს ამ ხალხს განათლების მინისტრთან, რომ 2018 წლის ბიუჯეტში იქნეს გათვალისწინებული აღნიშნული საკითხი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია