შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ევროპის საინვესტიციო ბანკის“ წარმომადგენლები ფოთის სპორტკომპლექსის მშენებლობას გაეცნენ

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://msnews.ge/news/4023 
 10 ივლისი 2019
66422571_2508161505890109_6540484010617864192_n

დღეს ,,ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (EIB) წარმომადგენლებმა ფოთში მათ მიერ დაფინანსებული პროექტები დაათვალიერეს.
,,EIB“-ის ხელმძღვანელობა ფოთის სპორტკომპლექსის მშენებლობის პროცესს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან და სამეგრელო — ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნეს დარბაზი. სპორტულ კომპლექსში მოეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. იქვე განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე
პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება, მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია.

„დღეს ვიმყოფებით ფოთში, სპორტკომპლექსის ობიექტის მოსანახულებლად. ჩვეთან ერთად იმყოფებოდა ევროპის საინვესტიციო ბანკის საკმაოდ ვრცელი წარმომადგენლები, როგორც ბანკის თაამშრომლები ასევე მისი დონორები. ჩვენ გავაცანით მიმდინარე რეგიონში მათ მიერ დაფინანსებული პროექტები. ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტი არის ფოთში სპორტკომპლექსი და საცურაო აუზი, რომელიც ნოემბრის თვეში დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში, ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები ევროპის საინვესტიციო ფონდთან ერთად, რომელთა მონახულებას ვგეგმავთ“_ განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ.

ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა დღესვე ფოთის სატუმბი სადგური დაათვალიერეს, პროექტი ამავე ბანკის დაფინანსებით განხორცილდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
პოლიტიკა
ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა