შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოთში დენის დარტყმის შედეგად 8 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://msnews.ge/news/3666 
 22 მარტი 2019
Screenshot_1

“მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე საუბარი» — ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში, სადაც მაღალი ძაბვა გადის, 8 წლის ბექა დავითაიას დენმა დაარტყა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი ძლიერი დამწვრობით ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. თუმცა, უმალვე თბილისში, დამწვრობის ცენტრში გახდა მისი გადაყვანა აუცილებელი, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბავშვს სხეულის მძიმე ხარისხის (70%-ის) დამწვრობა აღენიშნებოდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია