შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სენაკში იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
 16 ნოემბერი 2018
46440672_2156666844599434_698784199737344000_o

დღეს სენაკში, იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოინახულა. რომელიც ყოფილი ღვინის კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელიავას ქუჩა N23-ში შენდება. მიმდინარე მშენებლობის დათვალიერებას, ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები.

იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ სენაკელებს საშუალება მიეცემათ ,,ერთი ფანჯრის პრინციპით’’ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისებით, რომლის კონცეფცია სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს.

შენობაში იუსტიციის სახლის კონცეფციის გათვალისწინებით, სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სამსახურები ერთ სივრცეში განთავსდება. აქვე განთავსდება ქორწინების სახლი და სასწავლო ცენტრი. სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღება სენაკშიც იქნება შესაძლებელი.

პროექტის ღირებულებაა 2 350 000 ლარი გახლავთ. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები
ახალი ამბები
მთავარი თემა სამეგრელოში

ფოთში კერძო სახლი იწვის

ახალი ამბები