შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი აშენდება

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://msnews.ge/news/3552 
 04 თებერვალი 2019
poti

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში» განაცხადა, სადაც აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ „პეის ტერმინალის» პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

„ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია, ფაქტობრივად ახალი პორტის მშენებლობა იწყება ფოთში. ახალი ტერმინალი გვექნება. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მგონი ყველას კარგად მოგვეხსენება თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ტვირთმოძრაობის მოცულობები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ 50 მილიონი გამოყოფილი აქვს უკვე და ძალიან დიდია ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რასაც მივესალმებით», — განაცხადა კალაძემ.

ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი მოეწყობა და აკვატორიის სიღრმე გაიზრდება, რისი მეშვეობითაც ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს.

პროექტს „პეის ჯგუფი“ განახორციელბს. იგი რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც საზღვაო სააგენტოს, საბროკეროს, ლოჯისტიკურ, საკონტეინერო და ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს აერთიანებს.

პროექტის საერთო მოცულობა 120 მილიონი დოლარია და ორ ფაზას ითვალისწინებს. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის 50 მილიონი აშშ დოლარი აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ გამოიყოფა.

ახალი ტერმინალი განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე. აკვატორიის სიღრმე გაიზრდება 12 მეტრამდე, რის მეშვეობითაც ნავსადგური შეძლებს 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა