შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზედუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

განათლება
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=5205 
 06 ივნისი 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში ღამით საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ძლიერი ხანძარის ჩაქრობას რამდენიმე საათის მანძილზე ცდილობდა ტყიბულის,თერჯოლის და ქუთაისის 5 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი და 17 მეხანძრე მაშველი.

მეხანძრეებთან ერთად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.

მაშველებმა შეძლეს ცეცხლის ლოკალიზება და გადაარჩინეს გვერდით 2 საცხოვრებელი სახლი,რომელზეც იყო ხანძრის გადასვლის საშიშროება.

სახანძრო სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო ტყიბულის პოლიციის სამმარველოს უფროსი და პოლიციის თანამშრომლები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ტყიბულის სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები.

როგორც „ოკრიბანიუს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
ოკრიბა ნიუსი

დღეს ნათლისღებაა