შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრს ავალებს, ტყიბულში გაემგზავროს „არა საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად“

განათლება
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=5413 
 26 სექტემბერი 2019

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პრემიერ-მინისტრის დავალებით ტყიბულში გაემგზავრება, სადაც მეშახტეები არიან გაფიცულები.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნათია თურნავა ტყიბულში არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად ჩავა.

„მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გაემგზავრება ადგილზე და ხაზგასმით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ის გაემგზავრება არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და მინდა, ნათია თურნავას ვთხოვო, რომ ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი, მკაცრი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ და გავაკეთებთ შემდგომშიც, მომავალშიც ბიზნესის, დამსაქმებლის ინტერესების დასაცავად. ყოველთვის იქ, სადაც ამის საშუალება გვექნება დავუდგებით ბიზნესს გვერდში, თუმცა დამსაქმებელმა და ბიზნესმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქის სოციალური ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და სრულად შეასრულოს ის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია