შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლეს, საქართველოს ეროვნულ გმირს, დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა "- სანდრა რულოვსი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37308 
 31 მარტი 2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი განცხადებას ავრცელებს.

როგორც სანდრა რულოვსის განცხადებაშია აღნიშნული, ბევრია გასაკეთებელი პირველი პრეზიდენტის ისტორიული როლის ობიექტურად შესაფასებლად.

"დღეს 80 წელი შეუსრულდა საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას - დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლეს და ეროვნულ -განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, საქართველოსთვის წამებულს, საქართველოს ეროვნულ გმირს. სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი გვაქვს სათქმელი ამ დღეს. საქართველოში გაუხსნელია მისი პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე. ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაგვიფანტავს ისტორიის გამყალბებლების მიერ ზვიად გამსახურდიას გარშემო აგორებული სიცრუე. ბევრია გასაკეთებელი პირველი პრეზიდენტის ისტორიული როლის ობიექტურად შესაფასებლად და ისე დასაფასებლად, როგორც მის საქართველოს ეკადრება. სამწუხაროა, რომ დიდი დრო გვიჭირდება ამისთვის, ძალიან დიდი დრო. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი პრეზიდენტებისა და ისტორიული ფაქტების ობიექტური შეფასება გაცილებით დროულად. ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ აღარ გავიმეოროთ ადრინდელი შეცდომები . ეს დაგვეხმარება იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც ასე გვიგრძელებს ისტორიულ მიზანთან მისასვლელ გზას. ზვიად გამსახურდიას მმართველობას უკავშირდება ორი უდიდესი ისტორიული მოვლენა: 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა - დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე. ამ ორ ისტორიულ აქტს დიდი ბრძოლა და დიდი შრომა უძღოდა წინ, პირველ რიგში პრეზიდენტის. ჩვენც შეუპოვარი ბრძოლით და შრომით უნდა დავამტკიცოთ, რომ ბოლომდე ერთგულები ვართ საქართველოს ისტორიული არჩევანის. ზვიად გამსახურდიას დაფასება, უპირველესად, ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობის გააზრება და იმ ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა, რომელშიც - 1991 წლის 31 მარტს - ერთიანმა საქართველომ ერთხმად აირჩია დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, - ნათქვამია რულოვსის განცხადებაში.

სანდრა რულოვსის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია