შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინა ივანიშვილმა შესაძლებელი გახადა სააკაშვილის ჩამოშორება, ამიტომ უყვარს ის ხალხს"- სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37329 
 01 აპრილი 2019

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი დიდი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში იმ კაცს ხედავს, რომლის საშუალებითაც სააკაშვილის ჩამოშორება მაშინ გახდა შესაძლებელი, როცა ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოდ გადაქცევის გზას ვადექით და რადგან მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ სხვა ამას ვერავინ შეძლებდა“.

ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ივანიშვილს მაშინ სურდა, მხოლოდ დროებით ჩარეულიყო პოლიტიკაში. გაახმოვანა დაპირება, რომ კვლავ ჩამოშორდებოდა პოლიტიკას. როგორც ჩანს, ამ დაპირებიდან არაფერი გამოვიდა. მან თქვენ აქტიურად დაგიჭირათ მხარი და კვლავ უდიდესი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელია“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით კი, ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა პარტიამ, რომელიც ივანიშვილმა დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან რჩევის საკითხავად მასთან მიდიოდნენ.

„ბიძინა ივანიშვილთან მცირერიცხოვანი საუბრების შემდეგ, ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, რადგან ის მას არ მოსწონს. მაგრამ პარტიამ, რომელიც მან დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან ხალხი ისედაც მასთან მიდიოდა რჩევის საკითხავად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის განცხადებაზე, რომ „დიდი პრობლემაა, როცა უმდიდრესი ადამიანი ქვეყანას არაფორმალურად მართავს და დიდი პარტიის უკან დგას“, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: „ბიძინა ივანიშვილი პარტიის უკან კი არ დგას, არამედ სათავეში უდგას მას. გარდა ამისა, ვვარაუდობ, რომ ეს მისი პოლიტიკაში დაბრუნების უკანასკნელი შემთხვევაა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის აშკარა დისტანცირებას მოახდენს.

ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია