შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში"მედალფას" კლინიკასთან მამაკაცი გარდაიცვალა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38624 
 30 მაისი 2019

დღეს დილით, ლანჩხუთის "მედალფას" კლინიკასთან მამაკაცი გარდაიცვალა

ჩვენთვის ადგილიდან მოწოდებული ინფორმაციით, მამაკაცი აფთიაქში წამლების საყიდლად შედიოდა, რა დროსაც კიბეზე დავარდა. 

აფთიაქის კიბეზე იგი დაცვის თანამშრომელმა ნახა. სამწუხაროდ, მამკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

60 წლამდე მამაკაცი  სავარაუოდოდ ოზურგეთელია და გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. მას ჩინურ კომპანია "სინო ჰიდროში" მუშაობა რამდენიმე დღის დაწყებული  ჰქონდა.

"დილით გამოვედი და ვნახე კაცი იყო ჩამომჯდარი კიბეზე, მივედი და პულსი გავუსინჯე, არ აღენიშნებოდა, გარდაცვლილი იყო. როგორც ჩანს, აფთიაქში უნდოდა წამლის ყიდვა, ჩვენი აფთიაქი სადღეღამისო არ არის და დაკეტილი დახვდა. მე შევატყობინე პოლიციას. არ ვიცი, გარდაცვლილი ვინ არის. როგორც მითხრეს, ოზურგეთელია და აქ ჩინურ კომპანიაში მუშაობდა” - ჰყვება "გურია თუდეისთან" დაცვის თანამშრომელი, რომელმაც "ავერსის" აფთიაქის კიბეზე გარდაცვლილი მამაკაცი ნახა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია