შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გერმანიაში, ლტოლვილის სტატუსს ყველაზე მეტად ქართველები ითხოვენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38808 
 06 ივნისი 2019

გერმანიაში, საქსონიის მხარეში, ლტოლვილის სტატუსს ყველაზე მეტად ქართველები ითხოვენ. სტატისტიკა გერმანიის რეგიონის საქსონიის პოლიციის ინპექციამ გაავრცელა.

მათი მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში მთლიანობაში ლტოლვილად ჩაბარებული ადამიანების რაოდენობამ 2269 შეადგინა.

ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის კუთხით მოწინავე პოზიციაზეა საქართველო, საიდანაც უკანასკნელ 5 თვეში 267 ადამიანია უვიზო რეჟიმით ჩასული და ჩაბარებული. საქართველოს სირია მოსდევს. ამ ქვეყნიდან საქსონიის მიწას თავშესაფარი 2019 წელს 223-მა ადამიანმა მოსთხოვა. მესამე პოზიციაზე კი ვენესუელაა, ლათინური ამერიკის ამ სახელმწიფოდან, ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური დაძაბულობის გამო, საქსონიის მიწას 200-მა ადამიანმა მიაშურა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია