შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ასეთი ძალადობა ჩვენ არ გვახსოვს საქართველოდან- გერმანიის სახელმწიფო მინისტრი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39804 
 13 ივლისი 2019

საქართველოში კლიმატი ძალიან დაძაბული და პოლარიზებულია -ამის შესახებ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საკითხებში, სპეციალურმა წარმომადგენელმა გერმანია-საფრანგეთის თანამშრომლობის საკითხებში მიხაელ როტიმ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისვე შეფასებით, ეს იყო ძალადობა, რომელიც გამოძიებული უნდა იქნეს და უნდა გაირკვეს სამართალდამცავებს რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

„საქართველო, როგორც ყველა სხვა ქვეყანა, რომელიც ტრანსფორმაციის პროცესშია დგას ბევრი გამოწვევის წინაშე, ეს არის დემოკრატიის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების გამყარება. აქ, საქართველოში კლიმატი ძალიან დაძაბულია, პოლარიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციები არის ელექსირი ყველა დემოკრატიისთვის, ის უნდა იყოს მშვიდობიანი, უნდა იყოს სამართლებრივ ნორმებში ჩასმული სამართლებრივი პრინციპების მიხედვით.

ძალადობას, როგორც ეს ვნახეთ ბოლო დემონსტრაციების დროს, ჩვენ საქართველოდან არ ვიცნობთ, არ გვახსოვს ასეთი ძალადობა, ამიტომ მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალადობა ძალიან გამჭვირვალედ იყოს გამოკვლეული, გამოძიებული და უნდა გაირკვეს, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს, პასუხისმგებლობის რა ნაწილი უნდა აიღონ მათ თავის თავზე. აქ მთავარია დეესკალაცია. ოპოზიცია და დემონსტრანტები აკრიტიკებენ იმას, რომ ძალიან გადამეტებული ძალა იყო გამოყენებული დემონსტრაციების დროს, ასევე ლგბტ თემის წარმომადგენლებიც აკრიტიკებენ იმას, რომ მათ არ მიეცათ უსაფრთხოების გარანტიები თავიანთი დემონსტრაციების ჩატარებისას. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოკვლეული“,- განაცხადა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა