შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სამწუხაროდ ბრიყვი მთავრობა გვყავს და ამ სიბრიყვის შედეგები "ომი ვინ დაიწყოს" შორს ცდება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აგვისტო 2019

მწერალი, ტორესა მოსი სოციალურ ქსელში წერს:

"ადრეც ამას ვამბობდი და ახლაც იგივეს გავიმეორებ. მიუხედავად იმისა რომ ომზე ძალიან არაფერი მძულს, საქართველოს ყველა ხელისუფლებას, ყოველთვის ექნება სრული ლეგიტიმური უფლება საკუთარ ტერიტორიაზე აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი მათ შორის სამხედრო ძალით და არავის, არც ერთ სხვა ქვეყანას არანაირი ლეგიტიმური უფლება არ აქვს ამის გამო შემოიჭრას საქართველოში. შესაბამისად რუსეთი ოკუპანტია, მტერია და გასაძევებელია ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყნიდან. შესაბამისად, ჩემ თვალში ყველა უკიდეგანო ბრიყვია, ვინც საკითხს "ომი ვინ დაიწყო" ჭრილში სვამს. სამწუხაროდ ასეთი ბრიყვებით დაკომპლექტებული მთავრობა გვყავს 2012 წლიდან მოყოლებული და სამწუხაროდ ამ სიბრიყვის შედეგები "ომი ვინ დაიწყოს" შორს ცდება."- წერს ტორესა მოსი.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია