შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტყიბულში სანდრო ბუცხრიკიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

საზოგადოება
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=4988 
 05 თებერვალი 2019

მეშახტისა და მსახიობის სანდრო ბუცხრიკიძის საცხოვრებელ ბინასთან ტყიბულში, სადაც ის 1991-2018 წლებში ცხოვრობდა მისმა მეგობრებბა მემორიალური დაფა გახსნეს.

სანდრო ბუცხრიკიძე 2018 წლის 2 ივნისს ტყიბულში ნახშირის ღია მოპოვების კარიერზე ტრაგიკულად დაიღუპა.

სანდრო იყო ტყიბულელი მეშახტე, ტყიბულის თეატრის მსახიობი, საქართველოს წითელი ჯვრის ტყიბულის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი და მოხალისე, ასევე „ოკრიბელ სპელეოლოგთა კლუბის“ დამფუძნებელი.

ახალგაზრდა მეშახტე სანდრო ბუცხრიკიძე ქველმოქმედებისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის გასული წლის ივნისში საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა.

მემორიალური დაფის გახსნას სანდროს ოჯახის წევრები,მეგობრები,თანაქალაქელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სანდრო ბუცხრიკიძე დღეს 28 წლის გახდებოდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია