საახალწლო ღონისძიებები ბორჯომში
ისევე როგორც მთელ საქართველოში, ბორჯომშიც 2014 წლის დადგომა მთელი რიგი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. 30 დეკემბერს ქალაქის ქუჩებში მარხილებით გამოჩნდნენ სანტაკლაუსები. ისინი საზეიმოდ მორთულ ქალაქში საჩუქრად არიგებდნენ ნაძვის ხის სათამაშოებს. ეს დღე დაგვირგვინდა დიდი კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ნათია სუდაძე, მარიამ და თათია ქვრივიშვილები, ჯგუფი ,,ბარნაბა~ და სხვა ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლები. კონცერტი გაიხსნა ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლების გამოსვლებით. მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა დიმიტრი ბერიძემ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა მარინა გელაშვილმა, რომელიც საახალწლო მრავალფეროვანი ღონისძიებების ინიციატორი გახლდათ. ზეიმის მსვლელობისას მუნიციპალიტეტის გამგეობამ კულტურის სფეროში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ღვაწლმოსილი თანამშრომლები დაასაჩუქრა. 30 დეკემბრის საახალწლო კონცერტი დამთავრდა დიდი ფეიერვერკით.
ახალი წლის პირველი დღეები ბავშვებისთვისაც საინტერესოდ დატვირთული აღმოჩნდა. ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა პატარა მაყურებლებს 2 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით შესთავაზა ,,ფიფქიას საახალწლო ზღაპარი~. პარალელურად კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ანშლაგით მიმდინარეობდა სპექტაკლი ,,მისტერ ჯუჯა~.
განსაკუთრებული საჩუქრები კი დევნილ ახალგაზრდებს ხვდათ წილად. ერთფეროვანი ცხოვრების გასახალისებლად მუნიციპალიტეტის გამგეობამ დევნილთა კორპუსებში ჩოგბურთის მაგიდები დადგა.
მაგიდები ასევე ტაბაწყურისა და ბალანთის საკრებულოების ახალგაზრდობასაც გადაეცათ, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგადაა გამიზნული, _ ამბობს პროექტის ავტორი; განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი მარინა გელაშვილი.
მონიკა ჭანტურია
10.01.2014
 
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE