ქალაქში ხეები გადაიბელა
ალბათ შენიშნავდით, რომ ქალაქში ხეების გადაბელვითი სამუშაოები, ბოლო რამდენიმე დღეა, ინტენსიურად მიმდინარეობს. ხეების ნაწილი გადაბელვას, ხოლო ნაწილი კი სრულ მოჭრას ექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამუშაოები ასევე სოფლებში (ქვაბისხევი, ჩითახევი, ახალდაბა, ლიკანი) მიმდინარეობს. წარმოებული სამუშაოების განმავლობაში სულ მოიჭრება 50, ხოლო გადაიბელება 51 ხე, ასევე  977  ხის  ძირი შეიწამლება კირის ხსნარით. 
სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული ადგილობრივი კომპანია ,,რემმშენი ბორჯომი~ (დირექტორი პაატა შერაზადიშვილი, მთავარი ინჟინერი თამაზი გოგოლაძე).
როგორც ქალაქის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ანზორ სვანიძემ აღნიშნა, სამუშაოების დაწყება მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე მოხდა, რომ აღნიშნული ხეები საფრთხეს უქმნის ქალაქის მოსახლეობას და  ზოგიერთი მათგანი ყვავილობის პერიოდში ალერგიულობით გამოირჩევა, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა.
რწმუნებულის ინფორმაციით მოჭრილი ხეები საშეშე მერქნის სახით ქალაქისა და სოფლის  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რამდენიმე კატეგორიას გადაეცემა.
ლანა სხულანძე
04.07.2014
 
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE