70 წლის ახალგაზრდას გაუმარჯოს!
მისი სახით საქართველომ არა მარტო დიდოსტატი და მრავალგზის ჩემპიონი დაკარგა ჭადრაკში, არამედ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორიც, თუმცა პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსია.
ოდინდელ საბჭოთა კავშირშიც ერთ-ერთი გამორჩეული მოჭადრაკე იქნებოდა, რადგან რომან ჯინჯიხაშვილთან ერთად ახალგაზრდულ ჩემპიონატებში იღებდა მონაწილეობას და წარმატებებსაც აღწევდა.
მაგრამ ბედმა ინება და სამეურნეო საქმიანობებში ჩაება, აქაც წარმატებით; გასული საუკუნის 80-იან წლებში თბილისის აგურის ქარხანას ხელმძღვანელობდა და მთელ საქართველოს ამარაგებდა  ამ სამშენებლო მასალით.
თბილისის #1 საშუალო სკოლადამთავრებული და ვერის უბანში გაზრდილი დედაქალაქის მთელ ელიტას იცნობდა, გარდა ამისა, მთელ საქართველოში გაბმული ჰქონდა სამეგობრო ქსელი.
აი, ასეთი კაცი, ამ 14 წლის წინ, უცებ მოწყდა თბილისის მჩქეფარე ცხოვრებას და გულმა წაღვერისაკენ გამოუწია, დამკვიდრდა წინაპრის კერაზე.
ღვთისგან დალოცვილ საქმიანობას _ მეფუტკრეობას მიჰყო ხელი...
თანაც ისტორიული ყაიდის უნიკალური წიგნები დაახვავა თავის სამუUშაო მაგიდაზე და მალე გაზეთ ,,ბორჯომში~ მეტად საინტერესო წერილები გამოჩნდა რომანოვების ცხოვრებაზე და ქართველთა საზღვარგარეთულ მოღვაწეობაზე...
ამ წერილებს ხელს აწერდა თამაზ ჩიკვაიძე.
მას 6-7 წლის წინათ ბორჯომში, ფაქტიურად, არავინ იცნობდა...
ერთხელ ჩემმა მეგობარმა წაღვრელმა მერაბ ცინცაძემ მითხრა: _  წაღვერში გვყავს კაცი, ათი პარტიიდან რამდენიმე თუ მოვუგე, წარმატებულად ვთვლიო. არადა, მერაბი ძლიერი მოჭადრაკეა.
_ გამაცანი-მეთქი!
გამაცნო და მეც, რაიონის ჩემპიონს, ,,ბდღვირი მადინა~!
მალე ბატონი თამაზი საჭადრაკო ცხოვრებაში ჩავრთე და ახალციხეში რეგიონულ პირველობაზე პირველ დაფაზე პირველი ადგილი დაიკავა!
მას შემდეგ ის ბორჯომელთა საძმოს ღირსეული წევრია. მისი გამოჩენა ყველას გვიხარია. მას ფოტოგრაფიული მახსოვრობა აქვს და უამრავ წარსულ ამბავს დიდი ინტერესით გადმოსცემს. არის თავმდაბალი, სიკეთით სავსე, საოცრად მეგობრული და ადამიანების მოსიყვარულე პიროვნება...
მან შეაჯერა სხვადასხვა ისტორიკოსთა გამოკვლევები და დაამტკიცა, რომ ქვაბისხევის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის ფრესკაზე ,,შოთა რუსთაველი~ კი არა ,,შოთა თორელი~ იკითხება. და მართლაც, სოფელი ქვაბისხევი ხომ ისტორიულ თორში შედიოდა!
70 წელი ღირსეულად და სიყვარულით უცხოვრია. ჩვენც სიყვარულით ვეფერებით მას! ვლოცავთ თავის ცოლ-შვილთან და მეგობრებთან ერთად!
70 წლის ახალგაზრდას გაუმარჯოს!
უჩა ჯანგირაშვილი
11.09.2014
 
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE