ნორჩ ბორჯომელ მოჭადრაკეთა დიდი წრამატება
რაიონის მოსწავლე მოჭადრაკეთა ნაკრები (მწვრთნელი ო. ჩხეიძე) ხაშურს მესამედ ეწვია და კვლავ (მესამედ,  ამჟამად ანგარიშით 6:2) დაამარცხა ადგილობრივი ნაკრები გუნდი. ამ წარმატებებს უკვე მიჩვეულები ვართ და ასეთი შედეგი არ გაგვკვირვებია.
14-15 ნოემბერს რაიონის ნაკრების ერთ-ერთმა უძლიერესმა III თანრიგოსანმა მოჭადრაკემ, ლიცეუმის IX კლასის მოსწავლე ნიკა ბერიძემ (მწვრთნელი ო. ჩხეიძე) საკვალიფიკაციო ტურნირში, შვიდი შესაძლებლობიდან 6,5 ქულით თბილისის ჭადრაკის სასახლის ჩემპიონი გახდა.
ვულოცავთ ნორჩ ბორჯომელ მოჭადრაკეს ამ დიდ წარმატებას.
27.12.2014
 
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE